გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აისახება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები აჭარის მთავრობაზე

13-11-2017

„ამ ეტაპზე სტრუქტურული ცვლილებები არ იგეგმება აჭარაში,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის აპარატში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  13 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. აჭარის მთავრობას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, შეუერთდება თუ არა, მაგალითად, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც ეს თბილისში იგეგმება.
ცვლილების განხორციელების შემდეგ ცენტრალურ დონეზე გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოფა ბუნებრივი რესურსების ნაწილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, ხოლო მას დაემატა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ახალ, გაერთიანებულ სამინისტროს ამჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს.
აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სტრუქუტურული რეორგანიზაციის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
სამაართლებრივად შესაძლებელია ცენტრალური ხცელისუფლებისგან განსხვავებით აჭარაში ცალ-ცალკე დარჩეს გარემოს დაცვის სამმართველო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აჭარაში სამინისტროების შექმნის საკითხი აჭარის კონსტიტუციით რეგულირდება.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს აჭარაში, ამ თემაზე ზურაბ პატარაძემ 31 ოქტომბერს თქვა, რომ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს, თუმცა გამორიცხული არაფერია.


წყარო: გაზეთი "ბათუმელები"