გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: ღვინის ლაბორატორიის შესაძლებლობებს ვაძლიერებთ

10-10-2019

გამართულ მთავრობის სხდომაზე ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, გაზრდილი ექსპორტის პირობებში გამოწვევად რჩება სანდოობის და ხარისხის კონტროლის საკითხები.

„თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ ვაძლიერებთ ლაბორატორიის შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, ღვინის ლაბორატორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის კონტროლის ხარისხის სისტემაში, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ღვინის ლაბორატორიული ანალიზების მაღალი სტანდარტის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით. ლაბორატორია შეძლებს სხვადასხვა ხარისხის იზოტოპის თანაფარდობის განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს ღვინის წარმომავლობის დადგენას. ამ მონაცემთა ბაზის შექმნით, ქართული ღვინის კონტროლის კუთხით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ და გავზრდით სანდოობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შპს „ღვინის ლაბორატორიას“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხისა და მაქსიმალურად დაცული, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე. ლაბორატორია მუშაობს, როგორც ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტალურად აღწერილი მეთოდიკებით.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად ხდება კვლევის მეთოდების განახლება; დივერსიფიცირებული ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით მიმდინარეობს ღვინოების სხვადასხვა პარამეტრზე კვლევა.

2020 წლიდან, საინსპექციო და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იზოტოპური კვლევა ფალსიფიკაციის თავიდან აცილებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება. შესაბამისად, ღვინის ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით და შესაძლებლობა ექნება აღნიშნული კვლევები ჩაატაროს.