გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო

10-10-2019

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო. გაბუნია უწყებაში დღეს უნდა გამოცხადებულიყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გამოკითხვა გაბუნიას თხოვნით გადაიდო.

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

interpresnews