გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს სტუმრობდნენ

10-10-2019

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაეცნენ. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „მარქ ენერჯის“ დირექტორი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობდა. 16-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.

ღვინის პროფესიონალების ჯგუფი ღვინის მარნებს გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში ეწვია. ქუთაისსა და წინანდალში გაიმართა დამატებითი დეგუსტაციები, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პროდუქცია ამერიკელი პროფესიონალებისთვის წარედგინათ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობაა. საქართველოს მეღვინეობის დარგთან შეთანხმებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 533206 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ითაა გაზრდილი.