გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარტვილის საკრებულოს წევრმა შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა

10-10-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. “თუ ბო…ს” სამსახურში აიყვან, ცალი ფეხი ცდუნებაში გაქვს, მეორე კი ადუღებულ ფისში”, – დაწერა ზურაბ ბიგვავამ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ის წარმომადგენლობითი ორგანოს უპარტიო დეპუტატია.

“ლაივპრესის” კითხვაზე, ეხება თუ არა ეს სიტყვები თამთა თოდაძეს, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბიგვავა ამბობს, რომ ბევრმა სწორედ ამ ადამიანს დაუკავშირდა პოსტი, რის გამოც ის წაშალა. სინამდვილეში კი, საქმე ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში ცალკეულ პირებს ეხებათ. თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

droa