გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პირი, რომელმაც სენაკში, ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს მუქარით თანხა გასტაცა, დააკავეს

11-10-2019

სენაკში ავტოგასამართი სადგურის ძარცვის ბრალდებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი, წარსულში ნასამართლევი 1998 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. ნ.გ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ძარცვის ფაქტე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”. – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში.

metronome.ge