გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქობულეთში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

11-10-2019

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯ.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ჯ.ა.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ც.-ს თავისა და ზურგის არეში სანადირო თოფიდან გასროლით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ც. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჯ.ა. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.