ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა, მძიმეა

11-10-2019

ხაშურში, სავარაუდოდ, ყოფილი ქმრისგან დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი დღეს, 11 ოქტომბერს მოხდა.

როგორც "პირველს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ხაშურის "ახალ კლინიკაში" ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა ქალი ჰოსპიტალიზაციის დროს უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ხაშურში, რამდენიმე წუთის წინ თამარ მეფის გამზირზე, კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პია"