გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქობულეთში მამაკაცი ბაზის ნაკბენის გამო ადგილზე გარდაიცვალა

15-10-2019

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის მამაკაცი ბაზმა დაკბინა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ მამაკაცი ნალიაში ავიდა, სადაც ბაზებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. უკან ჩამოსულმა კი თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მწერმა მას რამდენიმე ადგილას უკბინა. სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა.

ბოლო პერიოდში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების ახლოს, ბაზებისა და კრაზანების სიმრავლეს უჩივიან.