გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა - რამდენიმე მედიკოსს ლიცენზია შეუჩერეს

15-10-2019

ხაშურში ევექსის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

ინფორმაცია Qartli.ge-ს საავადმყოფოს ადმინისტრაციამ დაუდასტურა.

„40 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა საავადმყოფოში. დაიწყო ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მედიკოსებმა ბავშვის ნაადრევად გადმოყვანის მიზნით საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“ -უთხრეს Qartli.ge-ს კლინიკიდან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით 

მოკვლევა უკვე დაწყებულია. ლიცენზია შეუჩერდა კონკრეტულ მედიკოსებს:

„ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. „ აცხადებენ კლინიკაში.

"შიდა ქართლი"