გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის (უფრო მცდელობის) ნაცმოძრაობისეული მეთოდიკა

16-10-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.

„ანაკლიის პორტთან თუ სხვადასხვა საგარეო და საშინაო ფაქტორებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის (უფრო მცდელობის) ნაცმოძრაობისეული მეთოდიკა. გათვლა იმაზეც კეთდება, რომ ძველი ამბების მიმართ საზოგადოების ემოციური კავშირები შესუსტებულია და მისი აზრით, რასაც გინდა იმას შეასაღებ, თანაც „სკანდალური დეტალების“ გამოაშკარავებით. ასეთი ხასიათის მორიგი განცხადება მოვისმინეთ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით.

მოდით, გავიხსენოთ ზოგიერთი დეტალი და სურათიც ნათელი გახდება. ყველას ახსოვს ყაჩაღური თავდასხმა ბანკ „ქართუზე“ 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა და საფრთხე შეუქმნა რეჟიმს. მაშინ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის დახმარებით ბანკის გაკოტრების უკანონო პროცესი დაიწყო. იმავე მიზეზით და მეთოდით სრულდებოდა ბრძანება კახა კალაძის „პროგრეს ბანკის“ დატერორების შესახებ. აშკარად, ყველას თვალწინ, დაიწყეს მენეჯმენტის, დეპოზიტარებისა და კრედიტორების დაშინება! დაიწყო ბანკის გაკოტრების პროცესი. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დახმარებოდა „პროგრეს ბანკს“, რათა, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ბოროტებასთან ბრძოლა შესაძლებელია და ამასთანავე, გადაერჩინა დეპოზიტარები, რომლებიც უფულოდ რჩებოდნენ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში. თუნდაც პოლიტიკური ქველმოქმედება დავარქვათ ამ აქტს, ვინმეს უნდა გაუკვირდეს მისგან ქველმოქმედება? საზოგადოებაში არასოდეს კითხვაც არ დასმულა ამ ნაბიჯის აუცილებლობასთან დაკავშირებით. თვითონაც კარგად იცის ხაზარაძემ, რომ არასოდეს, არც მაშინ და არც ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ბანკის მმართველობაში მონაწილეობა არ მიუღია, არც პირდაპირ, არც წარმომადგენლის მეშვეობით. არ ჰყოლია წარმომადგენელი არც დირექტორთა, არც სამეთვალყურეო საბჭოში; ეს იყო იმ დროსათვის საგანგებოდ აუცილებელი ერთჯერადი აქტი. ისიც შესანიშნავად იცის, რომ ბოლოს, როდესაც „პროგრეს ბანკი“ გაიყიდა, ბიძინა ივანიშვილს ერთი თეთრიც არ მიუღია“ - წერს გია ვოლსკი.