გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ძალიან უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და ამ დროს, გვარამიას ფეიკ-პროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს

16-10-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რომელიც მან მამუკა ხაზარაძის შესახებ გააკეთა, პასუხისმგებლობა საქმის კეთებას ნიშნავს, გადაბრალება კი ნაკისრი ვალდებულების თავიდან აცილებას.

„როცა საქმის კეთების არც უნარი გაქვს და არც სურვილი, მაშინ ასე ცდილობ საკუთარი უმოქმედობის გამართლებას - ან ჭორაობ, ან ცილს წამებ, ან კადრულობ ორივეს ერთად“-აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, ჯერჯერობით, რითაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ "საკრალური თორმეტეულების" გარდა დაგვამახსოვრა თავი, არის მთავარი „ნაცპარტიული“ ტელევიზიის რესპოდენტობა, რომელიც ხშირად ისე ზის წამყვანებთან, როგორც ქვეშემდგომი
ხელმძღვანელობასთან, „საშინაო დავალების“ თანახმად, ცდილობს ყველაფერი დააბრალოს ბიძინა ივანიშვილს და ამ დავალებასაც ვერ ასრულებს ხეირიანად. "წამყვანი-ხელმძღვანელები" კი, რაც უფრო მეტს იკადრებს, აქებენ, ხოლო თუ არ მოეწონათ მისი პასუხები, მაშინ ტუქსავენ და უბრაზდებიან.

„არ მესმის, რად უნდა უღირდეს ადამიანს ასეთ მდგომარეობაში თავის ჩაყენება. ძალიან უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და ამ დროს, გვარამიას პარტნიორობბას ვინ ჩივის, მისი ფეიკ-პროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს“-ამბობს რატი იონათამაშვილი.