გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს

16-10-2019

„მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს“ - ნათქვამია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა.

საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

როგორც წერილში მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი აღნიშნავს, „მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფენ საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას“.

მრჩეველთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

„ახლახან გვთხოვეთ შეგვესწავლა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული სესხების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებები. აღნიშნული სესხები 2007-2008 წლებში გაცემულია სს „თიბისი ბანკი“-ს მიერ ავთანდილ წერეთლის საკუთრებაში არსებული ორი ქართული კომპანიისთვის - შპს „სამგორი M“-ისა და შპს „სამგორი თრეიდისთვის“.

2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა 2008 წელს განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ე.ი. ფულის გათეთრება) 16,664,000 აშშ დოლარის ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. მოგვიანებით, ბრალი წარედგინა ავთანდილ წერეთელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

„ჩვენ შეგხვდით თქვენ და თქვენს თანამშრომლებს თბილისში, გარდა ამისა, გვქონდა დისტანციური საუბრებიც. ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, სრულად ეყრდნობა თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებს და ჩვენს განხილვებს. აღნიშნული ანგარიშის მიზანი არ არის სრულად მიმოიხილოს ამ ან მასთან დაკავშირებული საქმეების ფაქტობრივი გარემოებები. ამ ანგარიშის ავტორები აგრეთვე არ აცხადებენ, რომ ისინი არიან ქართული საპროცესო სამართლისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები.
ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, და რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. მტკიცებულებები ცხადყოფენ მრავალ დარღვევას, მათ შორის იმ ფაქტს, რომ „თიბის ბანკი“-სგან თანხების მიღების შემდეგ, შპს „სამგორი მ“-მა და შპს „სამგორი თრეიდ“-მა აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს „თიბისი ბანკში“.
გამოძიების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ცალ-ცალკე განხილვით, შესაძლოა არ დადგინდეს 2007 და 2008 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებების არსებობა, მხოლოდ საბანკო სამართლის ტექნიკური დარღვევა. თუმცა, ფაქტები ცალკეულად არ არსებობენ. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფენ საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას.

როგორც ჩვენს სრულ ანგარიშში დეტალურადაა განხილული, რომელიც უფრო სიღრმისეულად აფასებს კანონს, ფაქტებსა და შესაბამის საკითხებს, რომლებსაც ყურადღებას მიაქცევს და შეაფასებს სასამართლო, ჯგუფი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ამართლებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრები პოლ კოფი და მოშე ლადორი.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული სესხების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებების შესწავლის თხოვნით ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.
გენერალური პროკურატურის თხოვნით შექმნილი ჯგუფის მიზანია გარკვეულ გამოძიებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად საჭირო მტკიცებულებების მიზანშეწონილობისა და შესაბამისობის შეფასება.


მოშე ლადორი (Moshe Lador) - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი;


პოლ კაფი (Paul Coffey) - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.

http://pog.gov.ge/news/braldebis-mrchevelTa-saerTashoriso-jgufis-shefaseba-badri-jafariZis-da-mamuka-xazaraZis-braldebis-sa