გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„რუსთავი 2“-ისთვის ახალი დავა იწყება

16-10-2019

იურისტ კახა კოჟორიძის ცნობით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ.

„რუსთავი 2“-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი“ – ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე.

პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ – ერთმა წაართვა რუსთავი 2, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა.
შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამოდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა… ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია.

ხვალ, 17 ოქტომბერს, ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს ოფისში 13:00 საათზე ყველა მედიასაშუალებას გიწვევთ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ვისაუბრებთ და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. ხოლო 15:00 საათზე სარჩელს შევიტანთ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გამარჯვებით დასრულდება!”– აცხადებს კოჟორიძე.