18-10-2019
პამკისის ხეობის მოსახლეობა მდინარე სამყურის წყალზე 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჰესებმა ხეობის ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
ხელისუფლება კი ჯიუტად აგრძელებს უმსხვილესი ჰესის მშენებლობებს. რიგით მესამე ჰესის მშენებლობა შემდეგი თვიდან იწყება.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას კომპანია „ალაზანი ენერჯი“ (კომპანია „ფერის“ შვილობილი კომპანია) გეგმავს. "ფერი" კი ბიძინა ივანიშვილის პარტნიორია.
პანკისელები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობისას შესაძლოა ალაზანში წყალი დაშრეს. ადგილობრივების თქმით, სასმელი წყლის პრობლემა მათ უკვე შეექმნათ. მოსახლეობა წვიმის შედეგად წყლის დაგუბებასაც ელოდება და ეჭვობს, რომ სოფელს დატბორვა ემუქრება.
"არ გვინდა ამ ჰესის მშენებლობა, საფრთხეს გვიქმნის, ერთხელაც იქნება წაგვლეკავს. ქისტები ამის გალეთების საშუალებას არ მივცემთ. დაგუბებული წყალი რომ წამოვა რაც მოხდება ყველა ვაცნობიერებთ.