18-10-2019
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთ–ერთ ავტომობილში არასრულწლოვანი იჯდა. შემთხვევა დილით მოხდა, ერთ–ერთი უბნიდან გამოსული მანქანა ცენტრალურ გზაზე მიმავალ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.