გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თეკალის საბავშვო ბაღი 9 აღსაზრდელით, ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარისა და სათამაშოების გარეშე

18-10-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალში მდებარე საბავშვო ბაღში, სადაც  9 აღსაზრდელია, ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარი, სკამები, მაგიდები და სათამაშოები ამ დრომდე არ არის.

ბაღი 2 წელია რაც გარემონტდა  და სველი წერტილები და სამზარეულო მოეწყო.

რაც გაირკვა , რომ ბავშვებს სათამაშოები  არ ჰქონდათ, მუსიკის გაკვეთილები კი ძველი აკორდეონის თანხლებით მიმდინარეობდა,  “რეგიონულმა კვირამ“  გადაწყვიტა ბავშვებისთვის საჩუქრის სახით სათამაშოები გადაეცა და ბაღს ესტუმრა.

როგორც ბაღის გამგე ნათია ბაბლოვანი აცხადებს,თავიდან საერთოდ არაფერი ჰქონდათ – წყალი,  სველი წერტილები, სამზარეულო, ახლა კი ყველაფერი მოწესრიგდა.

“ახლა როგორც ხედავთ ეს ყველაფერი გვაქვს,რაც შეეხება სათამაშოებსა და ინვენტარს, საკითხი დგას დღის წესრიგში და როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლამზირა გუგავამ გვითხრა, მოგვიგვარებენ პრობლემებს“- განაცხადა ბაბლოვანმა.

შენობაში, სადაც ბაღია განთავსებული, ასევე მდებარეობს  სოფლის კლუბი, საბილიარდო და ბიბლიოთეკა.

როგორც “რეგიონულ კვირას“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლამზირა გუგავამ განუცხადა, მთავარ  პრობლემა ისაა,  რომ შენობაში 3 სხვადასხვა ორგანიზაციაა და პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ბაღის გამიჯვნა.

 “თეკალის საბავშვო ბაღი 2 წლის წინ გარემონტდა და ჯერ კიდევ პრობლემად გვიდგას ის, რომ შენობაში 3 სხვადასხვა ორგანიზაციაა და უნდა მოხდეს ბაღის გამიჯვნა. შემდეგ კი ეზოსაც მოვაწესრიგებთ და ეტაპობრივად, სათამაშოებსაც შევიძენთ და ინვენტარსაც, რაზეც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის პირობა უკვე მიღებული გვაქვს“- განაცხადა გუგავამ.

"კვირა"