19-10-2019
მესტიის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა.
ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან ერთად გახსნა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს ისეთი მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვა. შენობაში ასევე განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სოფლის მეურნეობის ლაბორატორია. მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტია მაღალმთიან რეგიონების განვითარება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაა. სვანეთი ერთ-ერთი ტურისტულად მნიშვნელოვანი მხარეა და უვნებლობის სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების ინტერესების და ჯანმრთელობს დაცვა უმნიშვნელოვანესია, რასაც ხელს შეუწყობს თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
„მესტიაში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, როდესაც მზარდია ტურისტული ნაკადი და ჩვენ გვინდა მაღალ ხარისხიანი სერვისი შეთავაზება მომხმარებლისთვის,უმნიშვნელოვანესია და ასეთინ პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ახალი ოფისები მესტიასა და საჩხერეში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, მიიღოს ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ და აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია.
ახალი შენობის გახსნას ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჯორჯ დეჰუ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასებით, ასევე გაიხსნა აბაშაში.