19-10-2019
„ჩვენ უნდა მოვისმინოთ რჩევები, მაგრამ ვიმოქმედოთ ჩვენი ჭკუით“ - აცხადებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის პროექტის მიმართ აშშ-ს ინტერესებზე საუბრისას.
ტვ პირველის ეთერში დასმულ კითხვაზე - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ანაკლიის პორტის მიმართ, ქობულიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მათ უნდათ განავითარონ თავიანთი ერთ-ერთ საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც მონაწილეობს ამ პროექტში.
„ჩემთვის რთულია იმის თქმა, რა იდო მათ ინტერესში. შესაძლოა, მათ უნდა განავითარონ თავიანთი ერთ-ერთ საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც მონაწილეობს ამ პროექტში. ამაში ცუდი არაფერია. მათ უნდა განავითარონ ამ ინსტიტუტის საინვესტიციო რესურსი საქართველოში. აქ შეიძლება ბევრი რამე იყოს, ამაში ვერაფერს ცუდს ვხედავ. იცით თქვენ ახლა რას მეუბნებით? ეს არის დიდი მნიშვნელობის პროექტი, რადგანაც სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენ ეს რეკომენდაცია მოგვცა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფი ხალხისთვის ჩემი რეკომენდაცია იქნება შემდეგი: თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაზეც ლაპარაკობენ, მაშინ ეს უნდა ახსნან. ეს ვერ აიხსნება მხოლოდ იმით, რომ ეს თქვა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მ” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.