19-10-2019
პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა - ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ შიდა ქართლში მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული შეხვედრების მიზანია სახელმწიფო მეწარმეებს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ ხართ ის ხალხი, ვინც სხვა ადამიანებს ასაქმებთ და აძლევთ იმის საშუალებას, რომ მათაც ღირსეულად შეინახონ თავიანთი ოჯახები. მთლიანად საზოგადოების ვალდებულებაა, პირველ რიგში ჩვენს ბავშვებზე ვიზრუნოთ, მათ მომავალზე, მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე; ჩვენს მოხუცებზე, იმ ხალხზე, რომლებიც წლები ემსახურნენ ამ ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა სად. ამ ყველაფრისთვის უნდა ვიშრომოთ ყოველდღე, რომ შევქმნათ დამატებით სამუშაო ადგილები.
ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება. სხვა ფუნქცია ახლა მე არ მაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.