გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გახარია ატოცზე: სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ მიწაზე

19-10-2019

დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ატოცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის, რაც ატოცში ხდება არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, ბორდერიზაციის გაგრძელება, რაც დაწყებულია.

ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის თავიანთ მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდად, ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება.

უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.