გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას

19-10-2019

„ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ჩვენ ვამბობთ რომ ომი ისეთ მეზობელთან როგორიც რუსეთია და რომლის შესაძლებლობებიც ძალიან დიდია, მიუღებელია.

„ჩვენ გვაქვს ორი გზა. ან სამხედრო მოქმედებით უნდა განვდევნოთ ოკუპანტი ან უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ფორმატი იმისთვის, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას. ჩვენ ვამბობთ რომ ომი ისეთ მეზობელთან როგორიც რუსეთია და რომლის შესაძლებლობებიც ძალიან დიდია, მიუღებელია, იმის გამოც, რომ ცხინვალშიც და აფხაზეთშიც ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ. ჩვენ მეორე გზას ვირჩევთ. ყველა ფორმატს ვიყენებთ დაწყებული ჟენევიდან დამთავრებული ადგილზე ორმხრივი, სამმხრივი ურთიერთობით, რომლის მთავარი პრაქტიკული ამოცანაა ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ. ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.