გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინოწმინდაში ელექტროსადგურზე “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა

20-10-2019

ნინოწმინდაში, სოფელ განძაში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომელს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

კომპანიაში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი იყო. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზის დადგენას სამართალდამცველებთან ერთად, შიდა მოკვლევით აპირებენ.

“გამოცდილი, დიდი ხნის თანამშრომელი იყო. სავარაუდოდ, ერთი შეხედვით, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა, შიდა მოკვლევითაც დავადგენთ, რა დროს, რა სამუშაოს შესრულების დროს მოხდა”, – ამბობს “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

"კვირა"