გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მესტია და აშშ-ის ქალაქი ნორთ-ბენდი დამეგობრდნენ

21-10-2019

მესტიის მუნიციპალიტეტი და შტატ ვაშინგტონის ერთ-ერთი ქალაქი ნორთ-ბენდი დამგობრდნენ. ქალაქებს შორის დამეგობრების იდეა აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს ეკუთვნის. მხარეებს შორის სამუშაო ვიზიტი, როგორც ნორთ-ბენდში, ასევე მესტიაში შედგა. ურთიერთანამშრომლობის მიზანი ტურიზმის სფეროს განვითარებაა.

მესტიის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებას შემდეგ საკითხებში გულისხმობს: მუნიციპალიტეტის ურბანული არეალების ზონირება, შენობა ნაგებობათა იერსახე, დაბა მესტიაში მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების რეგულირების სისტემა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა.

ამერიკელი ექსპერტები სვანეთში 4 ოქტომბერს იმყოფებოდნენ, ხოლო მესტიის მერიის წარმომადგენლები აშშ-დან 20 ოქტომბერს დაბრუნდნენ.

რადიო "ათინათი"