გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, ახალი სკოლის აშენებამდე, სწავლას ამბულატორიის რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობენ

21-10-2019

შატილში, რამდენიმე დღის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის 8 მოსწავლემ სწავლა დროებით ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და მათი პედაგოგები საჭირო სასკოლო ინვენტარით უკვე უზრუნველყო. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"