გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

“როგორც გავიგე, ერთმა ძმამ თვითმკვლელობა სცადა” – ახალი დეტალები მესტიაში მომხდარზე

21-10-2019

“როგორც გავიგე, ერთმა ძმამ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ძმამ ძმა მოკლა თუ არა ამას გამოძიება დაადგენს”,- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის რწმუნებულმა თამაზ სუბელიანმა განუცხადა. აღნიშნული გაბცხადებით რწმუნებული გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მესტიაში ძმამ ძმა მოკლა, გამოეხმაურა.
სუბელიანის ინფორმაციით, გარდაცვლილმა, 42 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

“როგორც გავიგე, ერთმა ძმამ თვითმკვლელობა სცადა. მაგრამ ძმამ ძმა მოკლა თუ არა ამას დაადგენს გამოძიება. ადგილზე არიან პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევა ღამის 12 საათზე მოხდა. ოჯახში მოხუცი დედა და, და ორი ძმები ცხოვრობდნენ. გარდაცვლილი 42 წლისაა”,- აღნიშნა რწმუნებულმა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსი 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და დანაშაულის ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღი – დანა.

კვირა