გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გარდაბანში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

22-10-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა 10 თვის ბიჭი დილით გარდაცვლილი ნახეს. როგორც კლინიკა ,,რუსთავში" აცხადებენ, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მენინგიტი სახელდება.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

"ინტერპრესნიუსი"