გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიხეილ დვალიშვილს არასრულწლოვანთან ქორწინების გამო ბრალი წაუყენეს

22-10-2019

აღაიანში მცხოვრებ მიხეილ დვალიშვილს ბრალი, არასრულწლოვანთან ქორწინების გამო, წაუყენეს. ამის გამო, ის შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში დაიბარეს.

ბრალდებულს გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი. მისი ოჯახი ამბობს, რომ არ იცოდნენ, თუ გოგონა 16 წლის იყო.

გოგონა კი, 2019 წლის მაისში 7-თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ჩვილის მშობლები დაახლოებით 3 წლის წინ დაოჯახდნენ.

გოგონა 2002 წელსაა დაბადებული, ხოლო მისი მეუღლე მასზე 3 წლით უფროსია და უკვე 20 წლისაა.

,,მათი დაოჯახების ამბავი ჩემს დანიშვნამდე მომხდარა. მე მაშინ არ ვიყავი ამ თანამდებობაზე. როგორც გავარკვიე, ისინი 3 წლის წინ შეუღლდნენ. მანამდე რა ღონისძიებები იქნა გატარებული, ეს ჩემთვის არაა ცნობილი" - აცხადებდა სოფლის წარმომადგენელი ზურაბ ქურასბედიანი ჩვენთან საუბარში..

აღაიანის სკოლის დირექტორმა ლალი გელხაურმა გვითხრა, რომ ბიჭმა სკოლა აღაიანში დაამთავრა:

,,ამ ბიჭმა ჩვენი სკოლა დაამთავრა, თუმცა, იმაზე ადრე ვიდრე დაოჯახდებოდა. მე-9 კლასიდან გავიდა და მას შემდეგ თბილისში მუშაობდა. სხვათა შორის, მეც და სოფლის მოსახლეობამაც გვიან გავიგეთ, რომ ცოლი მოიყვანა. შემთხვევით მარკეტში გავიგე. ჩვენი სოფელი ძალიან დიდი დასახლებაა. შესაძლოა, მე გვიან ამიტომ გავიგე. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სოფელში მათი დაოჯახების შესახებ ამბავი გვიან გავრცელდა" - აცხადებს სკოლის დირექტორი ლალი გელხაური..

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 

2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

shida qartli