გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"სტიქიას პრევენცია არ გააჩნია" - ქუთაისი დატბორვის საშიშროების წინაშე რჩება

22-10-2019

ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელის კოტე ჯავახაძის თქმით, სპეციალური სერვისები   სისტემატურად წმენდს სანიაღვრე არხებს. საკრებულოს კომისიისათვის მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშის მიხედვით,  წელს 28 კილომეტრი სიგრძის სანიაღვრე არხები გაიწმინდა.

სპეციალური სერვისების" უფროსი გამორიცხავს, რომ ქუთაისში 28 სექტემბერის ძლიერი წვიმის დროს ქალაქის დატბორვის მიზეზი ღვარსადებების გაუმართაობა იყო. აღნიშნულის თანახმად,  ანალოგიურის განმეორების შემთხვევაში ქალაქი იგივე საშიშროების წინაშე დგას. 

"სტიქიას პრევენცია არ გააჩნია... ეს მოვლენა კვალიფიცირდა როგორც სტიქია, ვერანაირი ღვარსადენი ვერ გაატარებდა ამ ოდენობის წყალს", - განაცხადა ჯავახაძემ.

 შეგახსენებთ, 28-29 სექტემბერს მოსული ინტენსიური წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა ზიანი მიადგა მოსახლეობას და კომერციულ ობიექტებს. დღე -ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 300-მდე ზარი შევიდა. ქალაქის მერიამ ზარალი მხოლოდ 25 ოჯახს აუნაზღაურა. 

 

newpress