გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"დილიდან დაპირებული ათი წუთი ამ დრომდე არ გავიდა..." - ატოცში პოლიცია ანტიოკუპაციურ ჯგუფს საპატრულოდ ისევ არ უშვებს

22-10-2019

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, 19 ოქტომბერს 330 მეტრის შეღობვის შემდეგ ოკუპანტებს ბორდერიზაცია არ გაუგრძელებიათ და არც პერიმეტრზე გამოჩენილან, მაგრამ ამის მიუხედავად, ატოცი ისევ დახურულია როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე სოფელში მყოფი ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებისთვის, რომლებსაც საოკუპაციო ზოლისკენ სამოქალაქო პარტულირებისთვის არ უშვებენ.



"დილით დავუკავშირდი პოლიციის უფროსს, რომელიც წყვეტს ჩვენი გადაადგილების საკითხებს, დამპირდა, 10 წუთში გაგირკვევ და გაგიშვებთო, ამის მერე საათებია გასული და ყოველ დარეკვაზე ითხოვს, 10 წუთი მაცადეთო, დილიდან აქამდე ეს 10 წუთი არ გავიდა არაფრით", - უთხრა "ნიუპოსტს" ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრმა მიხეილ ბალიაშვილმა. მისი თქმით, დილიდან სახლთან მყოფი პოლიციელები გადაადგილების უფლებას უზღუდავენ.

ამავე დროს, ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა "ფეისბუქზე" წერს:

ჩვენ ჯგუფს არ უშვებენ საპატრულოდ საოკუპაციო ხაზთან.გუშინ ცხინვალის КГБ ს გადახდილმა მადლობამ იმოქმედა, ეტყობა.შეგახსენებთ, გუშინ ცხინვალის КГБ მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლიციის მოქმედება, რომლითაც ჩვენ არ მოგვცეს საშუალება რუსებისთვის ხელი შეგვეშალა, დადებითად შეაფასა, ფაქტიურად მადლობა გადაუხადა ხელშეწყობისთვის.ეტყობა, გაუხარდა მთავრობას ეს შეფასება და დღეს არც ჟურნალისტები შეუშვა ატოცში და არც ჩვენი ჯგუფი აუშვეს საოკუპაციო ხაზზე...", - წერს დავით ქაცარავა.

newposts