სამშაბათი, ივნისი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

23-10-2019

ქალაქ ფოთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის შენობა გაიხსნა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი.

ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან ერთად გახსნა.
მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოთხი ახალი შენობა გაიხსნა და აღიჭურვა.

“რეგიონებში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ხელს შეუწყობს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვას“, -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.