გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის მერის საქმეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით იძიებენ

23-10-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“საკითხის შესწავლის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. შედეგები დამატებით ეცნობება საზოგადოებას. გამოძიება დაწყებულია 332 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“ – აცხადებს სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენელი.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდა.

კვლევის მიხედვით, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები, მისი გამგებლობისა და მერობის შემდეგ, ტენდერებს იგებენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის შესახებ კვლევა, 15 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ. მელიქიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა „მელიზამ” და „მესხეთი XXI”-მა, 2015-2019 წლებში 15 ტენდერი მოიგეს, მათ შორის, ყველაზე მეტი, რვა ტენდერი – 2016 წელს.

საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.

droa