გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

“იმიტომ გავიქეცი რომ თავი მომეკლა” – სასამართლომ ზუგდიდში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

23-10-2019

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის, მირანდა მუმლაძის შუამდგომლობა. თავად ბრალდებული აღკვეთ ღონისძიების  შეცვლას ითხოვდა.
,,დანაშაული მაქვს, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი.აღკვეთის ღონისძიების შეცვლა თუ შეიძლება, პატიმრობის 10 ათას ლარად. იმიტომ გავიქეცი რომ თავი მომეკლა. მიმალვის საფრთხე არ არსებობს”,- განაცხადა  ბესიკ არღვლიანმა სასამართლო სხდომაზე.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა 20 ოქტომბერს მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერს ჩაინიშნა.

"კვირა"