პარასკევი, ივნისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ხელისუფლების წარმომადგენლები ყვარლის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ

24-10-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩანტლისყურის, თივშის, შოროხშის, ბალღოჯიანისა და მთისძირის მოსახლეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები შეხვდნენ.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე სოფლებში არსებული საკითხები და ძირითადი საჭიროებები განიხილეს. ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტულ თემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა შორის შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფლის ამბულატორიების საჭიროებისა და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემები გამოიკვეთა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დეტალურად გააცნო ყველა ის პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.

„შევხვდით ყვარლის მოსახლეობას და მათგან მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. ძირითადად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა გამოიკვეთა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს საკითხები ოპერატიულად მოვაგვაროთ და 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, ესეთი შეხვედრები პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სოფლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ესწრებოდნენ.