გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა

25-10-2019

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გვიან ღამით ორ სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტროენერგიის გაუმართაობამ გამოიწვია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ხანძრის შედეგად დამწვარია 150 კვადრატულზე მეტი ფართობი. მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობდა.

"ქალაქ გურჯაანში დაიწვა ორსართულიანი სახლი. დამწვარია დაახლოებით 150 კვადრატულზე მეტი. შემთხვევის შედეგად, სამწუხაროდ, სამოც წლამდე ასაკის ქალბატონი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სიღნაღის, ყვარელის, ქალაქ თელავისა და გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად იმუშავეს"-განაცხადა ხანდამაშვილმა.