გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა გაიმართება

25-10-2019

საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის გატაცების ფაქტზე დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაზე იმსჯელებენ.

შეხვედრის მთავარი თემა იქნება ასევე სოფელ ჩორჩანასა და წნელისში მიმდინარე მოვლენები. აუდიენცია 13:00 საათზეა დაგეგმილი.

გატაცების ფაქტი ევროკავშირის მხრიდან უკვე შეფასდა სადამკვირვებლო მისიისთვის ხელის შეშლად. საოკუპაციო ძალები ბრალდებებს ქართულ მხარეს უყენებენ და მათ ქმედებებში ადანაშაულებენ. 

"პია"