გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ურისტული სეზონი თუშეთში – რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორები ჭარბობდნენ წელს მხარეში

25-10-2019

2019 წლის ტურისტული სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. როგორ აფასებენ ტურისტულ ბიზნესში ჩართული ადგილობრივები სეზონს თუშეთში, გაუმართლდათ თუ არა მოლოდინები და იქონია თუ არა გავლენა ზაფხულში განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტთა რაოდენობაზე – ამ და სხვა საინტერესო თემების გასარკვევად “რეგიონული კვირა” თუშეთში მომუშავე მცირე მეწარმეებს ესტუმრა.

სეზონს კერძო სასტუმროების მფლობელები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ რუსები არა, მაგრამ „გერმანელი და ფრანგი ტურისტების დაინტერესება თუშეთით, წელს განსაკუთრებით დიდი იყო“.ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს, ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ითვლება.
მსოფლიოში ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე რთული რელიეფის გზა კახეთში თუშეთისკენ მიმავალი გზაა. ექსტრემის მოყვარული ადამიანები კი სწორედ ამ გზის ველოსიპედითა თუ ავტომობილით გასავლელად, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ჩამოდიან და როგორც საოჯახო სასტუმროების მფლობელები ამბობენ, სახიფათო გზისა და მასზე არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, მაინც ტურისტულად მიმზიდველ ადგილად რჩება. თუმცა გზის რეაბილიტაციას აუცილებელად მოსაგვარებელ პრობლემად ასახელებენ.
ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ნუგზარ ედოიძე თუშეთის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს და „რეგიონული კვირასთან” იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც დღეის მდგომარეობით და მიმდინარე წლის სეზონზე გამოიკვეთა.
„თუშური კოშკის“ მეპატრონის თქმით, მხარეში, რომელსაც კახეთიდან თითქმის ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს, ყველაზე მნიშვნელოვან და მოუგვარებელ პრობლემად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გზა წარმოადგენს. ნუგზარ ედოიძე განმარტავს, რომ ტურისტული სეზონი თუშეთში წელს, სწორედ მოუწესრიგებელი გზის გამო გვიან დაიწყო.
“თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე არსებობდა პრობლემები, კერძოდ, მთა ჩამოიშალა და ამ გარემოებამ შეაფერხა ტურისტული სეზონის დროული დაწყება“.
ნუგზარ ედოიძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად, სწორედ მოუწესრიგებელი გზის გამო თუშეთში აღარ ასულან.
„წელს თუშეთში ტურისტების დიდი ნაკადი გერმანიიდან და საფრანგეთიდან იყო“,- აღნიშნა საოჯახო სასტუმრო “კესელოს “ მეპატრონე სოფო ვარდიძემ. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, წელს ტურისტული სეზონი თუშეთში, მიუხედავად გვიან დაწყებისა, უკეთესი იყო. საოჯახო სასტუმროს მმართველი “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ ტურისტებს ექსტრემალური გზა განსაკუთრებულად იზიდავს. ვარდიძის თქმით, ზაფხულობით თუშეთს ქართველი დამსვენებელიც სტუმრობს, თუმცა პროცენტულად უცხო ქვეყნის მოქალაქე ჭარბობს.
საქართველოს კუთხეებიდანაც ჩამოდიან, თუმცა ჩვენთან დამსვენებლის 85% უცხოელია“, – ამბობს სოფო ვარდიძე.


ირა ფარეულიძე, რომელიც ზემო ალვანში, დაწყებითი კლასის ხელმძღვანელია, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუშეთში, სკოლის გრაფიკიდან გამომდინარე, ივლისის თვეში მიდის და ერთ-ერთ სოფელში, გირევში, თავის კერძო სასტუმროში ტურისტების მისაღებად ემზადება. კერძო მეწარმე, იმ ფაქტსაც იხსენებს, როცა ტურისტს ექიმის დახმარება დაჭირდა და სოფელში დამაკავშირებელი გზის არ ქონის გამო, სასწრაფო დახმარების მანქანა რამდენიმე საათის დაგვიანებით მივიდა.

“გვქონდა შემთხვევა, რომ ექიმი დაგვჭირდა და მანქანა ომალოში გადავიდა, შუაღამეს მოიყვანეს ექიმი, კიდევ კარგი, დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შემდეგ ვერტმფრენით გადაიყვანეს თბილისში“, – იხსენებს ფარეულიძე.
თუ რომელ ნაციონალურ კერძს ანიჭებენ უპირატესობას, ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ ხინკალს და ხაჭაპურს. ლეილა არინდაული საოჯახო ტიპის სასტუმროს „ნაკუდურთას“ მფლობელია, რომელიც ომალოდან მოშორებით, სოფელ გირევში მდებარეობს. სასტუმროს მფლობელი “რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნავს, რომ სოფელში საავტომობილო გზა არ ადის და გადაადგილება ფეხით უწევთ. ლეილა არინდაული, სხვა სასტუმროების მფლობელების მსგავსად, ამბობს, რომ მიუხედავად გზის ინფრასტრუქტურის პრობლემისა, ტურისტული სეზონი წელს, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი იყო.
“სოფელში შემოსასვლელი გზა არ არის,მაგრამ ტურისტი 18 ქვეყნიდან მყავდა წელს სასტუმროში, ყოველწლიურად იზრდება მათი რაოდენობა“, – აღნიშნავს სასტუმროს მეპატრონე.

საოჯახო ბიზნესის მფლობელები იმასაც ამბობენ, რომ წელს ტურისტები, ძირითადად, ოჯახებით სტუმრობდნენ თუშეთს და იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს გზის პრობლემაც მოგვარდება და ტურისტების რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება.

"კვირა"