გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურჯაანში ხვალ ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

25-10-2019

გურჯაანში, ახტალის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. პარალელურად, 50-მდე სახეობის ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. დასკვნით ნაწილში კი Bocuse d’Or ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება.

ფესტივალი პროგრამის „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია“ ფარგლებში ტარდება.