გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხმაური შაქშაქეთის საგუშაგოსთან – ერთმანეთს ადგილობრივები და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრები დაუპირისპირდნენ

26-10-2019

შაქშაქეთის პოლიციის საგუშაგოსთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” წევრებს და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები დავით ქაცარავასა და მისი მოძრაობის წევრებს ატოცის ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი “ძალა ერთობაშიას” წევრებს ე.წ. საზღვრისპირა სოფლის ძალის გამოყენებით დატოვებით დაემუქრნენ.
​სოფელ აბანოს მცხოვრებლები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ქაცარავამ კონფლიქტის ზონიდან “ლაივ ჩართვები” დაიწყო, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ე.წ. სასაზღვრო ხაზის გადმოწევა დაიწყეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ.

დავით ქაცარავამ ადგილობრივების ულტიმატუმი პროვოკაციად შეაფასა. მისი თქმით, “ძალა ერთობაშია” ატოცის ტერიტორიას არ დატოვებს და ბოლომდე იდგება იქ, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იმყოფება.


"კვირა"