27-10-2019
მარტვილის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, მუნიციპლიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის 22-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ელგუჯა ბარამიას თქმით, საარჩევნო უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველიც 8:00 საათზე დაფიქსირდა.
მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნოღას თემის 23-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ინფორმაციით უბანი დროულად გაიხსნა და რაიმე სახის ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები მარტვილში ორ საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში 1013 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩევლები, ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ. მარტვილში არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციის 7 დამკვირვებელი დააკვირდება.