გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საკრებულოების შუალედური არჩევნების კენჭისყრის პროცესი დასრულდა

27-10-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ყველა - 7 საარჩევნო უბანი 20:00 სთ-ზე, დროულად დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, - „20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემის 4 საარჩევნო უბანზე შეადგინა   57,06 %, რაც რაოდენობრივად  2413  ამომრჩეველია; ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის 1 საარჩევნო უბანზე 60,5 %, რაც რაოდენობრივად     887     ამომრჩეველია, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის 2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51,22 %, რაც რაოდენობრივად 565 ამომრჩეველია,“ განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, არჩევნების დღემ ყველა უბანზე ჩაიარა მშვიდ გარემოში და ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

 

ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ მათ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. თავის მხრივ, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. ასევე, წინასწარი შედეგები დაუყოვნებლივ იქნება განთავსებული ცესკოს ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის აფენის, არალისა და კიწიის თემების ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისთვის. ასევე, არჩევნებში ჩართულ მხარეებს საარჩევნო პროცესის მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში წარმართვისთვის.