28-10-2019
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
კერძოდ, ლაგოდეხში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ომარ შველიძემ ხმების 84.4 % მიიღო, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა ხმების 14.71 % , მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატმა დავით ბეგლარიშვილმა კი 0.89 %.
ადიგენში 875 ხმა მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზურაბ ფეიქრიშვილმა. ფეიქრიშვილი შუალედურ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო.
რაც შეეხება მარტვილს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა რობერტ კაკულიამ 549 ხმა მიიღო. კაკულიაც შუალედურ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო და შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატი გახდა.