გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დღეიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით საგარეუბნო მატარებლის მოძრაობა შეიზღუდება

28-10-2019

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით : 591 191 041