გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა

28-10-2019

ქუთაისში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადავარდა. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტომბერს, ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო. ის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის, ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებულს არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. ადგილზე სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი შენდება.

"ალია"