29-10-2019
„შუალედურ არჩევნებში შედეგი იყო დამაჯერებელი, მოსახლების განწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა. საარჩევნო კამპანია იყო მობილიზებული, ჩვენ მხარი დაგვიჭირა 84 პროცენტმა, ხოლო ჩვენ ოპონენტებს 14-მა პროცენტმა. წინასწარ არ ვაკეთებთ განცხადებებს, თუმცა ამ არჩვენებზე გამოჩნდა, რომ ჩვენი მუშაობა და საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია, მოგვცემს 2020 არჩევნებში მაღალ შედეგს და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ კოალიციის გარეშე უმრავლესობით მოსვლას“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 27 ოქტომბრის სამ ოლქში მარტვილში, ადიგენში და ლაგოდეხში საკრებულოს წევრების შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
დეპუტატმა სამივე ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის, განსაკუთრებულად აღნიშნა აფენის მოსახლეობის აქტივობა, სადაც მოსახლეობის 55 პროცენტი მივიდა არჩევნებზე.
გურამ მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა რომ ბოლო წლებში ჩატარებული არჩვენები აჩვენებს, რომ იზრდება სტანდარტი არჩვენების ჩატარების, 27 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა არც ერთი დარღვევა და არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.