გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აკაკი ზოიძე: ეს არის უნიკალური კურორტის უნიკალური შესაძლებლობა

29-10-2019


„ეს არის უნიკალური კურორტის უნიკალური შესაძლებლობა“ - ასე აფასებს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე წყალტუბოს განვითარების პროექტს, რომლის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვიმა დღეს გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ამ უნიკალური პროექტის განცორციელება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უმძლავრესი სტიმული იქნება არა მხოლოდ იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.
„ეს არის მართლაც უნიკალური კურორტის უნიკალური შესაძლებლობა. უამრავი ადამიანისათვის დღემდე პოპულარულია კურორტები, გერმანიაში განსაკუთრებით, ევროპაში და პოტენციალი რომ, ჩვენ მივიღოთ ახალი, მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების ნაკადი საქართველოში, სავსებით რეალურია. ამ უნიკალური პროექტის განხორციელება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უმძლავრესი სტიმული იქნება არა მხოლოდ იმერეთისთვის, არამედ სხვა რეგიონებისა და მთლიანად საქართველოსთვის“ - განაცხადა აკაკო ზოიძემ.
მისი თქმით, საუბარია ძალიან შთამბეჭდავ მასშტაბებზე, რომელიც რეალურად შეუქცევად პროცესებს დაიწყებს.
„საუბარია 20 000 სამუშაო ადგილზე, ეს ნიშნავს მინიმუმ ასიათასი ადამიანის გაუმჯობესებულ მატერიალურ მდგომარეობას” - აცხადებს აკაკი ზოიძე.