გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხარაგაულის სოფელ წაქვაში ტრაქტორზე დამონტაჟებული უკანონო სახერხი დანადგარი გამოავლინეს

30-10-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი გამოავლინეს.

სოფელ წაქვას მკვიდრს ტყის ფონდში, უკანონო სახერხი დანადგარი ტრაქტორზე ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარი და ტრაქტორი დალუქეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა.

დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, 76 უკანონო სახერხი გამოავლინეს.