გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზვიად ძიძიგური: ეს ქველმოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ბიზნესის განვითარების წინაპირობაა

30-10-2019

"ბიძინა ივანიშვილი ისევ აგრძელებს ჩვენს გაკვირვებას თავისი მასშტაბური ქველმოქმედებით, რომელსაც თითქოს მივეჩვიეთ კიდეც ათწლეულების განმავლობაში. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ წყალტუბო, როგორც ბორჯომი, ქართული ღვინო და ჩაი, იყო ძალიან წარმატებული ბრენდი. აქ ათასობით ადამიანი ჩამოდიოდა და სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით სწორედ ამ ფუნქციას დაიბრუნებს კურორტი" - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აეროპორტი იქ არის, რკინიგზა არის, ეს არის ხალხის დაბრუნების, შემოსავლების ზრდის წინაპირობა.

"უცნაური ის არის, რომ ასეთი პერსპექტივის გამო სიხარული ვერ შევატყვე ოპონენტებს. გამოვიდნენ და ღვარძლიანი სიტყვები თქვეს, პროექტს მიტაცება უწოდეს. ეს ქველმოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ბიზნესის განვითარების წინაპირობაა, სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო წყალტუბოელებს და მთელ საქართველოს ამ პროექტის წამოწყება“, - განაცხადა ძიძიგურმა.