გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორის მუნიციპალიტეტში დამწყებ მეწარმეებს მცირე საგრანტო თანხით დააფინანსებენ

30-10-2019

გორში საგრანტო კონკურსის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულებით საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფისის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“ მუნიციპალიტეტის მერი დონორ ორგანიზაციებს შეხვდა. პროექტში მონაწილეობას მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების წარმომადგენლები მიიღებენ. მცირე მეწარმეებს გორის მერია საგრანტო თანხებით დააფინანსებს.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დონორი ორგანიზაციების წევრებს შეხვდა და საგრანტო კონკურსის დეტალებს გაეცნო. გორის მერია მაქსიმალურად დაეხმარება ორგანიზაციებს ინფორმაციის გავრცელებაში, რადგან ყველა მსურველმა შეძლოს ამ შესაძლებლობის გამოყენება.
საგრანტო პროექტის მიზანია საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების (4 მუნიციპალიტეტიდან ) კეთილდღობის გაუმჯობესება, რომელიც ფინანსდება BP-სა და USAID/Chemonics International – ის მიერ.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 3 500 ლარია, ხოლო მეწამის წილმა აუცილებლად უნდა შეადგინოს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30 %.
პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობნათა ასოციაცია „ელკანა“, –  ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

"კვირა"