გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან დავითაშვილი: წყალტუბო მთელი დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი იმერეთის განვითარების ძირითადი ლოკომოტივი გახდება

30-10-2019

„წყალტუბო იქნება რეგიონული ცენტრი, ის გახდება მთელი დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი, იმერეთის რეგიონის განვითარების ძირითადი ლოკომოტივი ისევე, როგორც აბასთუმანის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჟურნალისტის მიერ წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

„ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი უმსხვილესი ინვესტორია იმ სფეროში, სადაც ქვეყანას განვითარება სჭირდება. ვფიქრობ, ყველა ეს ისტორიული პროექტი განხორციელდება წარმატებით. მოკლე დროში როგორც წყალტუბოში, ისე სამცხე-ჯავახეთში ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.